|
2015-08-02 14:03:05, 356 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: კეზერაშვილი, სააკაშვილი და ადეიშვილი სასჯელს მოიხდიან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ მიზეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, საქართველოში სასჯელს მოიხდიან. ამის შესახებ მან მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც პროკურატურამ ინტერპოლს უნდა მიმართოს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნა გამოცხადეს, დავით კეზერაშვილზე კი ძებნის აღდგენა მოხდეს. „დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი და ყველა კრიმინალი დაბრუნდება, ქართული სასამართლოს წინაშე პასუხს აგებენ და მატროსოვზე თუ სხვაგან, სასჯელს მოიხდინა“, – აღნიშნა სუბარმა. ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)