02:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 14:43:52, 2920 ნახვა

ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე: სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა იწყება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ეკოტურიზმის, მთის ტურიზმის და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად იგეგმება რეგიონში.

იწყება სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა, რომლისთვისაც ბიუჯეტში მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

,,პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდა მეწარმეებს, სტარტაპებს, ასევე, არსებული ბიზნესების გაფართოებას და მოდიფიკაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც ეკოტურიზმის მიმართულების  პროექტები, ასევე,  ახალი ინოვაციური, ენერგოეფექტური პროექტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში გვქონდეს  ინკლუზიური ზრდა, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტისთვის თანაბარ შესაძლებლობებს როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის,  ასევე, ახალი პროექტების რეალიზებისთვის", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმი გაზაფხულზე ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს.

,,ეს ნიშნავს რეგიონის და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, რაც მოგვცემს საშუალებას დავსახოთ ახალი ღონისძიებები როგორც ეკოტურიზმის, ასევე, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასამბლეა ბათუმში მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics