|
2020-02-28 10:23:37, 1806 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა
კორნავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 2 800-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ინფიცირებულია 83 000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა. სამხრეთ კორეაში ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა და მან 2 022-ს მიაღწია. როგორც ცნობილია, სამხრეთ აფრიკამ ვუჰანიდან თავისი 130 მოქალაქის ევაკუაცია დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორი დღის წინ, კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მოდიოდა. მოქალაქე საზღვრიდანვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ არსებობს. მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)