|
2020-02-28 05:55:27, 4529 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი მიმართავს ნატოს აამოქმედოს მე-5 მუხლი და მასზე თავდასხმას ალიანსზე თავდასხმად მიიჩნევს
თურქეთის ხელისუფლება "ნატოს" ოფიციალურად მიმართავს, აამოქმედოს ალიანსის მე-5 მუხლი, რის მიხედვითაც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე. - ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის "სამართლიანობა და განვითარების" პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიკმა განაცხადა. "ჩვენ ამ თავდასხმას განვიხილავთ, როგორც თავდასხმას მთელს ცივილიზებულ მსოფლიოზე და ნატოს წევრ ქვეყნებზე. ჩვენ ველოდებით ტოტალურ რეაქციას" - განუცხადა ომერ ჩელიკმა CNN Turk.-ს ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებმა, იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. BBC-ს ცნობით დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)