|
2020-02-28 05:44:56, 2994 ნახვა
მსოფლიო
ასადის რეჟიმმა რუსების მხარდაჭერით თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა დაღუპულია 33 სამხედრო
ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებმა, იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. BBC-ს ცნობით დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა სირიის ხელისუფლებამ ან მისმა მოკავშირე რუსულმა მხარემ განახორციელა. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარის გამო, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. თავდასხმის შედეგად 35 ჯარისკაცი დაიჭრა. თურქეთის პროვინციის, ჰატაის მმართველმა რაჰმი დოგანმა განაცხადა, დაჭრილები თურქეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს მომხდარის გამო ესაუბრა. დეტალები საუბრის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ გამხდარა. რაც შეეხება სირიის მთავრობას, მას ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)