|
2020-02-27 11:49:25, 1740 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი (საქართველო,აშშ,გაერთიანებული სამეფო,გერმანია,ესტონეთი,თურქეთი,იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი,საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა) იქნება 80-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი, კოლეჯი, ასევე, უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიული განათლების დაწესებულება. გამოფენაზე მისული მომავალი სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილ ბარათს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ტრანსპორტში გადაიხადონ შეღავათიანი ტარიფით, უფასოდ გამოიყენონ მობილბანკი, ინტერნეტბანკი, SMS ბანკი, TskApp აპლიკაცია, დააგროვონ PLUS-ები. ასევე, ისარგებლონ სტუდენტური შეთავაზებებით სხვადასხვა სავაჭრო თუ კვების ობიექტებში. გამოფენაზე მისული სტუდენტები განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობიან. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის საგანმანათლებლო პროექტები რასაც საქართველოს ბანკი უკვე წლებია ახორციელებს. ესენია: ფულბრაიტის, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. შარშან ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამის Miami Ad School-ის განხორციელებაც დაიწყო, რომელიც ყოველწლიურად ერთ ქართველ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები პრეზენტაციები, ვორკშოპები, ლექციები და სემინარები. ასევე დაჯილდოების ფარგლებში გამოვლინდება დამთვალიერებლის რჩეული; ყველაზე ინტერაქტიული, ინოვაციური და ინფორმაციული სტენდი, ასევე ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდებიან საგანმანათლებო ორგანიზაციები. „საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა უკვე გერმანიაშიც. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს. მაგალითად- ჩივნინგის, ფულ ბრაიტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამას. ბანკი წარმატებული სტუდენტებისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს. სწორედ შარშან, ბანკმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლის. მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი მასშტაბური და საერთაშორისო განათლების გამოფენის მხარდამჭერები. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, შეიძინონ ევროპული და დასავლური გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)