|
2015-08-01 14:12:45, 366 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: მერქვას შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა
„მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე“,-ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მღებრიშვილმა სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ კახი კახიშვილს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. „ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო გამოცხადებული ნდობისთვის. ალბათ ყველა მეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის აწმყო, მომავალი, მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე. სწორედ რომ მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც დღედაღამ ჩემს გვერდით იდგნენ და მეხმარებოდნენ, იმ ძირეული რეოფრმების განხორციელებაში, რაც ჩვენ ამ სისტემაში განვახორციელეთ. დიდი მადლობა მათ, დიდი მადლობა ბატონ კახის და ვუსურვებ წარმატებებს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახი ღირსეულად გააგრძელებს იმ დარჩენილ პროექტებს, რომელიც დარჩენილია ამ სამინისტროში“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)