02:12 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 17:11:02, 1553 ნახვა

ეკონომიკა
სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატიც კიდევ უფრო უმჯობესდება

ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020"  სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა  დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა

მისი თქმით, საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება.

„ვფიქრობ, მიმდინარე განათლებისა და ჯანმრთელობის რეფორმები გადამწყვეტი იქნება.   მოხარული ვარ, რომ ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას.   საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვადასხვა რეიტინგში ძალიან მაღალ პოზიციებზეა, მაინც არსებობს მეტად გაუმჯობესების შესაძლებლობები. დაბოლოს, ქვეყანაში არსებობს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, რომელიც ახლახან ამოქმედდა და მთავრობასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით", - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.   წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი ესწრება, მათ შორის, მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics