02:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 16:22:48, 1360 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა  ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.

„საწარმოთა კონკურენტუნარიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან გაუმჯობესდა ფინანსების ხელმისაწვდომობა, ასევე გაუმჯობესდა კომუნიკაციის საშულებებზე წვდომა. ასევე აღსანიშნავია რეფორმები, რომლებიც მიმართულია მეწარმეების აქტიურობის ხელშეწყობაზე და ყოველივე ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დონეა, რაშიც საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს.

„ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას - ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 119 ქვეყნიდან მეშვიდეა. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო 99-დან  74-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო ასევე წარმატებულია მთავრობის შეფასების მაჩვენებლებში და ქვეყანა კვლავ ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია", - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics