02:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 12:56:56, 1098 ნახვა

ეკონომიკა
PMCG ცენტრის კვლევითი დირექტორი - საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია

PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა, თბილისში მიმდინარე  ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020"-ს ფარგლებში  საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ-იმპორტის  მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ ზრდა 5.2%-ს შეადგენს.   ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა  და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორის განცხადებით,   საერთაშორისო ვაჭრობის  მთლიანმა მაჩვენებელმა 2019 წელს 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა და  წინა წელთან 3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს.

„ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებში დადებითი ტენდენცია გვაქვს, 12 %-ით გაზრდილია ექსპორტი.  იმპორტი კი 1  %-ით შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს სავაჭრო ბალანსზე ნახევარ მილიარდიანი შემცირებით გამოიხატა, რაც, ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა", -  აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020"-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics