|
2020-02-25 16:56:11, 1258 ნახვა
საზოგადოება
თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ შეხვედრა გაიმართა
„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, აკადემიური ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „EU4Environment პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მცირე და საშუალო საწარმოებში ეკოინოვაციებისა და რესურსეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაა. სუფთა წარმოების წახალისება მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გარემოს დაცვის კუთხით. პროგრამის დახმარებით და ჩვენი ექსპერტების აქტიური ჩართულობით, მცირე და საშუალო საწარმოები წარმატებით შეძლებენ რესურსეფექტური და სუფთა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელების შექმნას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე ეკოინოვაციებისა და სუფთა წარმოების (RECP) მიდგომებზე იმსჯელეს, რომელთა საშუალებითაც მცირე და საშუალო ბიზნესი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას შეძლებს. განისაზღვრა ადგილობრივი პარტნიორები (კომპანიები, ინსტიტუტები და ექსპერტები), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეკოინოვაციებისა და RECP მიდგომების დანერგვის პროექტებში და ინოვაციური ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებაში. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO). EU4Environment პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას - იმგვარი მართვის და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვაში ეხმარება, რომლებიც გარემოზე ზეგავლენის რისკებს შეამცირებს და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობენ ხელს.
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
ევროპაში სიცხეებმა ჩინურ კონდიციონერებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ, ჯარიმებს შესაბამისად გამოწერენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)