23:16 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 12:19:15, 2235 ნახვა

სამართალი
კალანდიას ადვოკატი - მოსამართლე არანაირი საფუძველი არ აქვს მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი

„მოსამართლე არანაირი საფუძველი არ აქვს  მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი“, - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გადაწყვეტილების მიღებაში „ბიძური პოლიტიკოსები“  ჩაერევიან, სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ერთადერთი რაც გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა, გახლავთ საპროცესო შეთანხმება მიღებული გიორგი ჯანაშიას ჩვენება და  რომელიც ადმაიანის უფლებათა  ეროვნული სტანდარტებით არ  ზიარდება. მეორე, ესაა საპროცესო შეთანხმების მაძიებელი გუგა ბარბაქაძის ჩვენება, რომელიც რომ არა დაზარალებულის პრინციპული პოზიცია არავითარ შემთხვევაში არ დადგებოდა ეს განაჩენი მის მიმართ. მესამე, ესაა გიორგი მენაბდის ჩვენება, რომლის მიმართ გამოძიება გონივრულ სახელმწიფოში უნდა ჰქონდეს უამრავი კითხვა. შესაძლებელია თუ არა პოლიტიკოსთა ჩარევა სამართლებრივ ჭრილში. მოსამართლე არანაირი საფუძველი არ აქვს  მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში თუ ბინძურმა პოლიტკოსებმა სასამართლოში შემოაღწიეს საქმე გვექნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის მოსმენა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე ნიკოლოზ  მარსაგიშვილი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კალანდიას მიმართ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics