17:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 15:50:12, 1955 ნახვა

საზოგადოება
ნატა ფერაძე - ბიჩოკივით გადმომაგდეს მერიიდან

„გადმომაგდეს „ბიჩოკივით“ მერიიდან“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ დამცველების მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მერიის შენობაში შესვლას ცდილობდა, რომლის საშუალებაც დაცვის თანამშრომლებმა  არ მისცეს და შენობიდან გამოაგდეს.

დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირების შედეგად, ნატა ფერაძემ ფეხზე დაზიანება მიიღო.

„ამას გამოშვება ქვია რაც მიქნეს? გადმომაგდეს „ბიჩოკივით“ მერიიდან. მოვითხოვდი, რომ ყველა მოქალაქე შემოეშვათ, რადგან აქციის მონაწილეებს არ უშვებდნენ და უშვებდნენ სხვა მოქალაქეებს. ასე ხელი მომკიდეს და გადმომაგდეს. სანამ კარს ჩარაზავდნენ შიგნით შევედი“, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ დამცველების აქცია იმართება. აქციის მონაწილეები იმ სკვერის აღდგენას ითხოვენ რომელიც, რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახსრებით მოაწყვეს, დღეს დილით კი კომპანიის თანამშრომლებმა დაანგრიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics