04:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 14:19:42, 1581 ნახვა

კომენტარი
რომან კაკულია - ვცდილობდი, ფინანსთა მინისტრი დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო, ვერ ვიძალადებდი

„ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო, ვერ ვიძალადებდი“, - ასე განმარტა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის არ მისვლის მიზეზი.

როგორც მან აღნიშნა, იგი ვალდებულია რეგლამენტით იხელმძღვანელოს და უფლება აქვს დღევანდელ სხდომას არ დაესწროს.

 „გვქონდა კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის მიზეზი, ვიმედოვნებ თვითონაც დაადასტურებს, იყო დამერწმუნებინა გადაწყვეტილება მიეღო რეგლამენტის სასარგებლოდ , მაგრამ ამ კომუნიკაციაში მიზეზად ასახელებდა იგივეს, რაც დაასახელა თავის წერილში. ეს მისი პიროვნული თემაა, რადგან ასე თვლის. მე ვიხელმძღვანელე რეგლამენტით და მომავალშც ვალდებული ვარ რეგლამენტით ვიხელმძღვანელო. ამიტომ საპროცედუროსთან  ერთად რასაც ითვალისწინებს რეგლამენტი, ცხადია მე მივმართავ საპროცედუროს, რა ტიპის რეაგირებებიც უკვე არსებობს რეგლამენტით, ცხადია, უნდა გავყვე მას. თქვენ მაშინ ვადის გადაწევასთანაც გამომყევით. მან ესეც იცის. თვითონ იყო ინიციატორი შეთანხმების, როგორც ვიცი თავიდან ჰქონდა მას ეს განწყობა,  რომ მოსულიყო , თუმცა რადგან შემდეგ თქვენ სესიაზე მას არ შეჰყევით საუბარში, მან ეს მოიყვანა მაგალითად, რამდენად სწორი იყო ეს თქვენ იცით, თუმცა უფლება გქონდათ, ისევე როგორც მას აქვს უფლება დღეს არ გამოცხადდეს და შეფასებას პარლამენტიც გააკეთებს. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო და ვერ ვიძალადებდი. მან თავისი პოზიცია გამოხატა“, - აცხადებს რომან კაკულია.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. როგორც ცნობილია, მაჭავარიანი პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატება დაიბარეს, რომლებსაც ე.წ დღგ-ს სკანდალთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics