23:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 12:56:41, 2115 ნახვა

სამართალი
პოლიციელზე და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ს.ჭ. 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში დააკავეს.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ აგთაკლიაში, რესტორან „ე.-ს" მიმდებარედ, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, დ.გ. და ნ.გ. სამსახურებრივი ავტომანქანით შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ. პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მყოფ უ.ჭ.-ს და ს.ჭ.-ს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც ს.ჭ. თავს დაესხა დ.გ.-ს, ძალადობით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა და ქვები ესროლა მის სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შედეგადაც  წინა საქარე მინა დაუზიანა.

სამართალდამცველებმა ს.ჭ. 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353'-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ს.ჭ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics