|
2020-02-22 11:19:26, 4119 ნახვა
მსოფლიო
მდინარე კოლორადო დაშრობის ზღვარზეა, მისმა ნაკადმა 20%-ით დაიკლო
მდინარე კოლორადოს ნაკადმა, რომელიც 40 მილიონ ადამიანს წყლით უზრუნველყოს, გასულ საუკუნესთან შედარებით 20%-ით დაიკლო. მეცნიერების თქმით, მისი შრობა კლიმატური ცვლილებებითაა გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდინარის ნაკადის შემცირება ტემპერატურის მატებას უკავშირდება. რაც უფრო მეტად გრძელდება ტემპერატურის მატება, მით უფრო მეტი ადამიანი დგება წყლის დეფიციტის წინაშე. მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ მდინარის ნაკადი ამ საუკუნის სუა პერიოდამდე 19%-დან 31%-მდე შემცირდება. ცნობისთვის, მდინარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით მდებარეობს, მისი სიგრძე შეადგენს 2 330 კილომეტრს. სათავეს იღებს კლდოვანი მთებიდან, გადაკვეთს არიზონის უდაბნოს და ჩაედინება კალიფორნიის ყურეშე. მდინარე კოლორადოს აუზის ფართობი შეადგენს 629 100 კმ²-ს. აქ აგებულია მრავალი კაშხალი. აქ 1907 წელს კი, პირველი კაშხალიც აშენდა. ხოლო 1933 წელს სწორედ კოლორადოზე აიგო ჰუვერის კაშხალი. კოლორადოს მდინარიდან წყალი ისეთ დიდ ქალაქებს მიეწოდება, როგორებიცაა დენვერი, ლოს ანჯელესი, ლას-ვეგასი და სან დიეგო. ასევე წყალი აშშ-სა და მექსიკაში არსებული მეურნეობებს მიეწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)