18:36 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 10:54:36, 2569 ნახვა

საზოგადოება
კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან  დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ორდღიანი კონფერენციის თემა ის საფეხურები იყო, რომელსაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავდნენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობდნენ. დღევანდელი დღე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების საკითხები; პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები. მსჯელობა გაიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზეც. დისკუსიაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, განრიდებისა და მედიაციის, აგრეთვე,     სასამართლო ხელისუფლების, შს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები.

მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტ „EU4JUSTICE“-ს ფინანსური მხარდამჭერით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics