03:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 10:10:11, 2759 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: სექტორულ რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კარგი ინსტრუმენტია

„ის ფაქტი, რომ ცნობილი გამოცემის, FDI Intelligence-ს მიერ თბილისი დასახელდა, როგორც საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქალაქი, უდაოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, მისი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას", - ეს შეფასება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის დროს გააკეთა, სადაც FDI Intelligence-ს მიერ შემუშავებულ მომავლის ევროპის ქალაქების საინვესტიციო მიმზიდველობის ხარჯეფექტურობის კომპონენტში თბილისისთვის პირველი ადგილის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 მისი თქმით, სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა ეფექტურად იყენებს, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

 „ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მიმართულებით და თანამშრომლობს სხვადასხვა სარეიტინგო პლატფორმებთან. კვლევა, რომელიც ეძღვნება ევროპული ქალაქების საინვესტიციო მიმზიდველობას, რა თქმა უნდა, ეყრდნობოდა სხვადასხვა კრიტერიუმების ერთობლიობას, მათ შორის ინვესტიციების ხარჯეფექტურობას, სწორედ ამ კატეგორიაში მიენიჭა თბილისს პირველი ადგილი, რაც კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

FDI Intelligence-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქების საუკეთესო ნომინანტებს შორის წარმოდგენილია ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ვარშავა, მადრიდი, ამსტერდამი და დუბლინი. რეიტინგის შედგენისას მონაცემები ევროპის მასშტაბით 505 ლოკაციიდან შეგროვდა და შეფასდა ხუთი კატეგორიის მიხედვით: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი, ხარჯეფექტურობა, დაკავშირებულობა და ბიზნესისადმი მეგობრულობა (Economic Potential, Human Capital and Lifestyle, Cost Effectiveness, Connectivity and Business Friendliness).

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics