18:35 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 17:54:41, 1501 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია 24-26 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმთცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" 2020 წლის 24-26 სექტემბერს გაიმართება.

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი ეროვნული არქივის დაარსებასა და მეფე ერეკლე II-სთან დაკავშირებული თემები.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეროვნული არქივის ორგანიზებით წელს უკვე მეხუთედ ტარდება, მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში. კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე საგანმანათლებლო პროგრამები (ინფორმაციული ლექციები, ელექტრონული არქივები და სხვა), რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს თეზისების გამოგზავნა მიმდინარე წლის 28 ივნისამდე შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics