03:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 14:15:33, 2514 ნახვა

ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს.

ფორუმის ფარგლებში ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი შეხვდა კომპანიის ძირითად პარტნიორებს და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს. ასევე, იმ ავიაკომპანიების, რომელთა მოზიდვაზეც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აქტიურად მუშაობს.

,,დღეს სრულდება საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმი. უკვე შევხვდით 20 ავიაკომპანასა და პარტნიორ აეროპორტს. სეგმენტურად გვქონდა პრეზენტაციები სამივე საერთაშორისო აეროპროტის შესახებ. ასევე, შეხვედრა გაიმართა აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან, კარენ ბუტოსთან, რომელიც CONNECT -ის დამაარსებელი და ორგანიზატორია. განვიხილეთ ჩვენს კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. კარენ ბუტომ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2 წლის წინ თბილისში ჩატარებული საიუბილეო ფორუმი ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო მასპინძლობის და ორგანიზების კუთხით,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics