15:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 13:52:26, 2435 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ

„პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციისთვის ნებისმიერი ადამიანი, ვინც 2003-2012 წლებში ჩაიდინა დანაშაული, პოლიტპატიმარია და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს.

„პოლიტპატირობის მათი ფორმულა არის შემდეგი – თუ დანაშაული 2003-2012 წლებში ჩაიდინე, ეს იქნება მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ ა.შ. ამ შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიასთვის პოლიტმატიმრობის სტანდარტი არის ეს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics