18:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 13:23:53, 936 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პლასტიკის პარკების მოხმარების სრულად აკრძალვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და  უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics