|
2020-02-21 12:46:47, 3806 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიაში მსოფლიოს გულის, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა
შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის, გოტჰარდის მშენებლობა დასრულდა. მსოფლიოს გული, მედიის წარმომადგენლებმა ასე უწოდეს გვირაბს, რომლის სიგრძე 57 კილომეტრია. პროექტი 11.3 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხოლო მის მშენებლობაზე 2,500-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა. მთავარი გვირაბი რამდენიმე სხვადასხვა გვირაბს აერთიანებს და გადასასვლელები ყოველ 1,066 ფუტზეა განთავსებული. რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მულტიფუნქციური სადგურიც მოეწყო, რომლითაც გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მგზავრები ისარგებლებენ. გვირაბის დროს მასშტაბურმა გათხრებმა კლდისა და ნადავლის არაჩვეულებრივი რაოდენობა წარმოქმნა. როგორც იუწყებიან მარტო გოტჰარდის გვირაბებიდან ამოღებული კლდე, შეავსებდა ვაგონს, რომელიც გადაჭიმული იქნებოდა ციურიხიდან ჩიკაგომდე, მისი მანძილი 4,440 მილს შეადგენდა. როგორც იუწყებიან, გოტჰარდის გვირაბები 2020 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს.
ფოტო: SBB
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)