03:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 21:08:15, 1276 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის მოადგილესთან საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდვინთან.

შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიის მხრიდან შესაძლო ტექნიკურ დახმარებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური ობსერვატორიის შექმნის საკითხზე. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეთიუ ბოლდვინს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტრანსპორტის სექტორის  მხარდაჭერისთვის.
 სტოკჰოლმის მაღალი დონის კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის  შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა. მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics