|
2020-02-20 17:07:15, 1706 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემაზე გამართული კონფერენციის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ნინო ცაციაშვილმა ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია ცალკეული დანაშაულების გამოძიების ხარისხზე. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელთა ფარგლებშიც, ქალაქ თბილისში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალიზებული სამმართველო, რომელიც მხოლოდ არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ორდღიანი კონფერენცია - „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ - სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის საკითხებზე იმართება და მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობს. მისი მიზანია იმ საფეხურების განხილვა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირებმა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე უნდა გაიარონ. ღონისძიების გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია ხორციელდება ევროკავშირის პროექტის - "მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტები" - ფარგლებში.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)