03:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 13:23:12, 906 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

„2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზთან შედარებით გადაჭარბება, ძირითადად, კაპიტალური პროექტების მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა.

„2019 წელს კაპიტალური ხარჯების ათვისების პროგნოზი 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს შეადგენდა. დონორების დაფინანსებული პროექტებისა და მუნიციპალური პროექტების გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა 470 მილიონი ლარით მეტის ათვისება. მთლიანობაში, კაპიტალურ ხარჯებზე 2019 წელს მიიმართა 4 მილიარდ 180 მილიონ ლარზე მეტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს ათვისება არა ავანსების, არამედ სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა. მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა, თითქმის გაორმაგებულია, რაც არ მომხდარა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე.

„პირიქით, ბიუჯეტის დეფიციტს კლებადი ტენდენცია აქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019 წელს გვქონდა მისი ისტორიული მინიმუმი", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics