15:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 12:45:26, 987 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქრისტოფერ სოჩასთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს. ჩვენ განვიხილეთ აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. გარდა ამისა, გვქონდა კონსტრუქციული დიალოგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევასთან დაკავშირებით",- წერს გიორგი გახარია „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics