14:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 16:34:11, 1804 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი: ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს

„ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ ამ პროცესში, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „კურიერს“ განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები გარკვეული მოლაპარაკებების სურათის შესაქმნელად სურს.  

„ვინ რა მოლაპარაკებებში შევა ხელისუფლებასთან და ვინ რას გააკეთებს, ეს ამ პარტიების კონკრეტული გადაწყვეტილებებია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ ამ პროცესში, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს. ალბათ სხვა პარტიებთანაც ექნებათ კომუნიკაცია და შეეცდებიან, რაღაცა დოზით შექმნან სურათი ამ მოლაპარაკებების, მაგრამ ეს მხოლოდ სურათის შესაქმნელად იქმნება, რეალურად მე არა მგონია, რომ ის პარტიები, რომლებიც დღეს ერთად ვსხედვართ, რაიმე კონკრეტულ მოლაპარაკებებში შევიდნენ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყოს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics