04:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 13:30:48, 1199 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - საინვესტიციო ფონდების კანონის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას ეკონომიკაში

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ", რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ კანონის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შემოღება კი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ბაზარზე საერთაშორისო პორტფელური ინვესტორების შემოსვლას.

კანონპროექტი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკის, ინვესტორთა საბჭოს და სხვა საჯარო და განვითარების დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.

„ესაა საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს დანაზოგების აკუმულირებას - ფონდები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დანაზოგების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართვას შეძლებენ. საინვესტიციო ფონდების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაზოგვის კოლექტიური და ეფექტიანი მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და გრძელვადიან საინვესტიციო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. მისი თქმით, ამავე დროს, ის სრულადაა მორგებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ დონეს და არის ძალიან მოქნილი საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სტიმულირებას და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე.

„ბაზარზე ძალიან მაღალია მოთხოვნა საინვესტიციო ფონდებზე. დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.  გარდა ამისა, თავად კანონი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ევროპელი ინვესტორებისთვის ეს იქნება ნაცნობი სათამაშო ბაზარი ნაცნობი წესებით და, შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას ქართულ ეკონომიკაში" - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, ახალი კანონის ამოქმედება დიდი სტიმული იქნება საქართველოში საინვესტიციო ფონდების საქმიანობისთვის.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტი კანონპროექტს „საინვესტიციო ფონდების შესახებ" საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics