04:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 13:14:39, 1522 ნახვა

ეკონომიკა
იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 5.7 პროცენტით გაიზარდა

„2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ექსპორტმა 262.6 მლნ. , ხოლო იმპორტმა - 619.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

„2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (44.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (44.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (33.4 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (97.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (72.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (65.0 მლნ. აშშ დოლარი)“, - წერს საქსტატი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics