19:43 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 12:57:09, 1000 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა

„თბილისის მერიამ დიდ დიღომში არსებულ ე.წ. ანბანის სკვერში დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უკვე მოახდინა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, სკვერის აღდგენის სამუშაოებს დაიწყებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა და სკვერი პირვანდელ ფუნქციას დაიბრუნებდა.

„იცით, რომ „გუდვილის“ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. არ ვიცი, რა პროექტი ხორციელდებოდა. აშენებული იყო ორსართულიანი შენობის კარკასი. ეს მიუღებელია და იცით, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ გამოვისყიდდით ამ ტერიტორიას ან ადგილმონაცვლეობას განვახორციელებდით და კონკრეტულ ადგილს  თავის სტატუსს დავუბრუნებდით. შესაბამისად, ჩვენ დაპირება შევუსრულეთ დიდი დიღმის მოსახლეობას. დღეს ეს კონკრეტული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მშენებლობა გავაჩერეთ და დემონტაჟი მოვახდინეთ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, გაგვაქვს ნარჩენები და შემდეგ სკვერის მოწესრიგება-აღდგენას დავიწყებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მუნიციპალიტეტი მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს მოაწყობს.  

„პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ განვათავსებთ 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს. ჩვენს გაცემულ დაპირებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ყველა დაპირება იქნება შესრულებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics