04:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 10:14:11, 1135 ნახვა

ეკონომიკა
გახარია - ფონდების შესახებ კანონი არის აუცილებელი ფაქტორი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

 „ფონდების შესახებ კანონი არის აუცილებელი ფაქტორი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილების ერთადერთი საშუალებაა.

„ფონდების შესახებ კანონი არის აუცილებელი ფაქტორი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ერთადერთი ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ამ კანონზე მუშაობა დავასრულეთ და კანონმდებლობა გაეგზავნება პარლამენტს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესგარემოს განვითარებისა და უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics