|
2020-02-17 17:30:43, 2305 ნახვა
ეკონომიკა
„Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB" სტაბილურ დონეზე დაადასტურა
სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელზე მაღალი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის „Fitch"-ის საპროგნოზო მაჩვენებელი „BB" კატეგორიის ქვეყნების ბოლო 5 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი) სუსტი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ექსპორტი გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ. ამასთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-თან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და Fitch-ის შეფასებით 2019 წელს 4.5% შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ. Fitch-ის შეფასებით 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 4.1%, ხოლო 2021 წელს მშპ-ს 4.2% იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად დაფინანსდება წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგრადი დონით, რომელიც სარეიტინგო კომპანიის შეფასებით საშუალოდ მშპ-ს 5%-ის ფარგლებში იქნება. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის თანახმად, ფისკალური მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს. ფისკალურმა დეფიციტმა 2019 წელს 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც „BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე ნაკლებია. ამასთან, საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღი და კარგად კაპიტალიზებულია. გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც აღნიშნულია სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში, სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაგრძელება 2021 წლის აპრილამდე ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკისადმი სანდოობის შენარჩუნებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას საარჩევნო პროცესის პარალელურად. რეიტინგის თანახმად, საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად და ფისკალური კონსოლიდაცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)