22:36 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 18:18:39, 1395 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. 

უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა.

თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ „მწვანე ზონაშია“,  პრევენციული ღონისძიებები მაინც მაღალი ინტენსივობით გრძელდება.

„დღევანდელი შეხვედრა არის სამაგიდო სავარჯიშო, რომელიც ტარდება პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა სკრინინგით გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევა, სად უნდა მოხდეს მისი გადამისამართება, როგორ ვიქცევით კარანტინის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის განათლება და ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება შემთხვევის მართვას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონულად ვიმოქმედოთ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულ მზადყოფნაში კორონავირუსის პრევენციისთვის”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ, ბოლო დღეებში ჰუბეიში ინფიცირებულთა რიცხვის დრამატულად გაზრდა შემთხვევების აღრიცხვის მეთოდოლოგიის ცვლილებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ამ პროვინციაში ნებისმიერ ვირუსულ შემთხვევას, შესაბამისი კვლევის ჩატარებამდე, კორონავირუსად აღრიცხავენ, რაც სტატისტიკაზეც აისახა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად იძლევა დეტალურ ინფორმაციებს. პროგნოზულად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება. დღეს ვასრულებთ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც რეკომენდირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მღელვარებისგან და პანიკისგან”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics