04:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 13:39:10, 2721 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: სავალუტო ფონდის პოზიტიური დასკვნა მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის

„სავალუტო ფონდის დადებითი  დასკვნა, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით,  პოზიტიური გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მაღალი ეკონომიკური აქტივობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, რაზეც  სავალუტო ფონდი თავის დასკვნაშიც მიუთითებს. მათ შორის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია.

„მიუხედავად ზაფხულში არსებული პრობლემებისა, 2019 წლის ოქტომბერიდან ტურისტული შემოსავლები იზრდება, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა დაკრედიტების მაღალი ზრდა, ასევე გვაქვს კარგი მაჩვენებლები ფისკალური მიმართულებით. პარლამენტი ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე,  გასულ წელს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა  ფინანსური სექტორის მდგრადობისთვის,  მათ შორის: კანონი   „დერივატივების შესახებ“, ასევე კანონი „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“  , რომელიც საფინანსო სფეროს, სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.  კარგად მუშაობს ე.წ. ესტონური მოდელი და კანონი „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“, ასევე საპენსიო რეფორმა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სტაბილურ და პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics