11:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 15:09:56, 1691 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ჩვენ ვქმნით ყველანაირ პლატფორმას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უგულავას საქმეზე კითხვები არ დარჩეს

„ჩვენ ვქმნით ყველანაირ პლატფორმას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური ჯგუფები „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქმის საბაბად გამოყენებას ცდილობენ.

„ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ გიგი უგულავას საქმის საბაბად გამოყენებას იმიტომ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდიდან გავიდნენ. ეს ძალიან ცუდი და სამწუხაროა. ჩვენ ვქმნით ყველანაირ პლატფორმას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდა, ამ კონკრეტულ დროს გადაწყვეტილების გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით, მათ ყველა ფაქტობრივი მოცემულობა შეისწავლონ და არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოში ფაქტის დამდგენ მისიას გამოგზავნის, რომელიც გიგი უგულავას საქმის დეტალებს გაეცნობა და შეაფასებს, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics