17:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 14:48:14, 1825 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დაშვებობის საკითხს განიხილავდნენ.

ბრალდების მხარემ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, ხოლო დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

ადვოკატების თქმით, ჩოლოიანი შეუძლოდაა და მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს.

ცნობისთვის, აღნიშნული საქმე ეხება 10 დეკემბერს მწვანე სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამოკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics