11:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 14:02:01, 1828 ნახვა

პოლიტიკა
ევროკვშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი, არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც ქვეყანას აქვს დაკისრებული.

 „ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შესახებ ყურადღებით აკვირდება. ამ ვერდიქტის გარშემო განვითარებული გარემოება არ უწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგის გაგრძელებას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის.

სასამართლო დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს.

ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას ყველა სხვა მაღალი ინტერესის სასამართლო პროცესებზე საქართველოში,"- ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics