00:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 10:57:48, 1013 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწების მიტაცებას არ დავუშვებთ

„კონკრეტული ჯგუფები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უნებართვო მშენებლობების განხორციელების გზით სახელმწიფო მიწების მიტაცებას ცდილობენ“, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიდეოდიალოგის ფორმატში ისაუბრა, როდესაც სოციალური ქსელის მომხმარებლის ანა დარასელიას შეკითხვას უპასუხა ავჭალაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ისინი შესაბამის სამსახურებს გადასცემენ ინფორმაციას, რათა დაიწყოს გამოძიება.

„ამ მიწების მიტაცება სრულებით მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ჯგუფებმა ეს მოახერხონ. თუ მათ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, დავეხმარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაც მოვიკვლიეთ, ყველას აქვს საცხოვრებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებს გადავცემთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგანაც, როგორც ვთქვი, ესენია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ამ საქმიანობას. ერთ ღამეში ახორციელებენ პატარა მშენებლობებს, გადის დრო და შემდეგ შემოდის დაკანონებაზე. ყველას დავეხმარებით, ვინც ამას საჭიროებს. იჯარით გაგვყავს ისინი, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვთ, მაგრამ მიტაცებული მიწების დაკანონებას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics