05:39 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 17:37:14, 1600 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა

8 თებერვალს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გამართა წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიება, გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ავტობუსის მძღოლებისთვის. ღონისძიება გაიმართა კურორტ „საირმეში“, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ „თიმბილდინგის“ ფარგლებში შეჯიბრებოდნენ  ერთმანეთს კომპაქტ სპორტინგით კურორტის „სასროლეთში“, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული აპარატურით.

ღონისძიების ბოლოს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ დააჯილდოვა MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლები, რომლებმაც გაიმარჯვეს ნომინაციებში: ყველაზე უსაფრთხო მძღოლი, მგზავრების მიმართ კეთილგანწყობილი და შრომისმოყვარე მძღოლების. კომპანიამ ასევე დააჯილდოვა სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და უდიდესი წვლილი შეაქვთ აღნიშნულ ორ კომპანიას შორის წარმატებულ თანამშრომლობაში.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ კომპანია MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში. „MAN Truck and Bus SE“ გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი გერმანული კომპანია  მსოფლიო ბაზარზე, მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

დედაქალაქში CNG-ის ტიპის MAN-ის ავტობუსების შემოყვანა 2017 წლიდან დაიწყო და მათი გაშვება სხვადასხვა ხაზზე  ეტაპობრივად მოხდა. ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკში 144 ერთეული ახალი 12-მეტრიანი MAN-ის მარკის CNG და 90 ერთეული დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics