|
2020-02-10 15:11:42, 996 ნახვა
საზოგადოება
ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან
ხვალიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ: N53 - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი; N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული); N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს); N47 - ნუცუბიძის I მ/რ. - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ); 13 თებერვალს კი, ახალი ავტობუსები კიდევ 5 სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან: N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი“; N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი“; N29 - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა; N89 - მეტროსადგური „დიდუბე“ - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ); N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი“. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)