10:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 14:59:46, 1325 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე ხელისუფლებას - უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით

„მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავას დაპატიმრება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

„მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ განაჩენი არ არის დამდგარი, მინდა მაინც ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა ელემენტარული საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი. ყველა ვხედავთ, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების არ ეშინია, გიგი უგულავა არსად არ იმალება და არსად არ მიდის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე 2018 წლის თებერვალში დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics