|
2020-02-08 12:44:33, 2258 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში სკოლის ორი დირექტორი გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში სკოლის ორი დირექტორი გაათავისუფლეს. სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ორი დირექტორის გათავისუფლება არის როგორც ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა, ასევე სკოლის პერსონალის მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. „ეს არის არამხოლოდ შეზღუდვენი უშუალოდ ქართული ენის სწავლებასთან და ქართულ ენაზე სწავლასთან დაკავშირებით, არამედ სკოლის პერსონალის მიმართ რეპრესიული მოქმედებები. ის რაც ხდება ახალგორში არის, ამ სურათის ნაწილი და გაგრძელება. ამჯერა ორი დირექტორის გათავისუფლებაზეა საუბარი, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს. ეს კიდევ მეტად ამცირებს, რა თქმა უნდა, მოსწავლეების მოტივაციას, მათ შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში, ეს ყველაფერი ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს. ამ ორი დირექტორის გათავისუფლება იქნება კიდევ უფრო მწვავე თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ მომდევნო კვირას ჟენევის თანათავჯდომარეობის ვიზიტისას თბილისში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)