06:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 19:13:11, 2630 ნახვა

ეკონომიკა
არველაძე - ევროკავშირის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ევროკავშირი 2019 წლის ანგარიშში ხაზს უსვამს სხვადასხვა მიმართულებებს, რომელშიც საქართველო პროგრესირდება,  მათ შორის არის ექსპორტის დინამიკა, ეკონომიკური ზრდა, ასევე ქვეყნის წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებში არაერთ სფეროში, მათ შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით.

„მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან გვქონდა ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, ასევე 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტიორო კომპანიების რაოდენობა, მაგალითად, 2014 წელთან შედარებით. ანგარიშში ასევე საუბარია როგორც ეკონომიკურ გამოწვევებზე, ასევე ნავარაუდებთან შედარებით ბევრად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილი - „გასული წლის მესამე კვარტალში დაგვიფიქსირდა 13%-ზე მეტი ზრდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების 100 პროცენტზე მაღალმა ზრდამ. ეს ნიშნავს,  რომ ინვესტორების ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ იზრდება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მშპ-სთან მიმართებაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა  7,6% შეადგინა", - აღნიშნა არველაძემ.

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics