|
2020-02-07 11:04:45, 1014 ნახვა
საზოგადოება
შუახევში, ENPARD III-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შუახევში, ENPARD III - ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას პროექტის პრეზენტაცია ENPARD III - ის პროექტის ხელმძღვანელმა გია ბიბილეიშვილმა წარუდგინა. შეხვედრას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, თემის ხელმძღვანელები, თანაშემწეები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ფერმერები და პროექტით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროგრამის ENPARD III - ის ფარგლებში შუახევში საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადდა, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერაა დაფინანსებული. პროექტის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას. შუახევში პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მესაქონლეობის სფერო, მერძევეობისა და მეხორცეულის მიმართულებით საგრანტო პროექტების განხრით. პროგრამაში ჩართვის მსურველმა საგრანტო პროექტი შესაბამის გვერდზე ელექტრონულად 31 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინოს. მთლიანი ბიუჯეტის 40%-ს დაფარავს პროგრამა, ხოლო განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს 60%.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)