02:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 10:40:49, 1317 ნახვა

საზოგადოება
კონგრესმენი სტივ ჩაბოტი - საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია

„ჩვენ ერებს, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა სტივ ჩაბოტმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს.

„ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ორივე ქვეყანა მადლიერია საქართველოს როლით მაგალითად ავღანეთში, სადაც ჩვენი და ქართველი სამხედრო პერსონალი გვერდიგვერდ იბრძვის თავდადებით და ჩვენ მადლიერები ვართ ამისათვის. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს“, - განაცხადა სტივ ჩაბოტმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და საქართველოს აქვს სრული უფლება საკუთარ მიწებზე.

„საქართველოს სრული უფლება აქვს საკუთარ მიწებზე, ხოლო რუსეთი საკმაოდ დიდი ხანი ახდენს ქართული მიწის ოკუპაციას სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ეს ტერიტორიები საქართველოა და არა რუსეთი“, - აღნიშნა სტივ ჩაბოტიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics