02:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 14:56:10, 1127 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ბაღდათში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატავად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.
თქვენ სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით 40 დღის განმავლობაში.

გამხნევდით და გაძლიერდით!

ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელოებამ თავის თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics