|
2020-02-06 14:16:30, 914 ნახვა
საზოგადოება
შეშელიძის ქუჩაზე ერთ თვეში მეწყერული ზონის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
დედაქალაქის მერია შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრული ზონის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. როგორც დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. „უკვე შექმნილია დეტალური პროექტი და მისი განხორციელება დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. ამჟამად, წვიმების დროს, მიწის მასები გადაადგილდება და საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამ მასას აქვს დაკავებული. მოწესრიგდება ტერიტორია და აშენდება მეწყერდამჭერი კედლები. მომდევნო წლის გაზაფხულზე ეს პროექტი დასრულებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები დროულად ჩატარდეს, რადგან აქ ბევრი კორპუსია და იმისათვის, რომ მათ მცხოვრებლებს საფრთხე არ შეექმნას, შეზღუდულ ვადებში განვახორციელებთ ამ პროექტს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)