03:06 - 07 Jul, 2026
|
2020-02-06 11:17:59, 816 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აშშ-ის საელჩომ ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 50 ცალი პორტატული რადიოგადამცემი (ე.წ. ,,რაციები") საჩუქრად გადასცა. აღჭურვილობის გადმოცემას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა გააუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელთა შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მათ ეფექტიან მუშაობას. შეხვედრის დასასრულს მხარეები გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და სხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)