|
2020-02-05 22:50:25, 1021 ნახვა
საზოგადოება
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრება დაასრულა
2020 წლის 5 თებერვალს, საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის" მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ პირს გელა ჩივაძეს გაესაუბრა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის განვითარების თავისი ხედვა გაუზიარა და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაასრულა. 2020 წლის 6 თებერვალს, 14 :00 საათზე საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეარჩევს საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით" გადაიცემა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)